მარშალის ფონდის წევრების ვიზიტი საქართველოს საპატრიარქოში

ა.წ. 28 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) სამღვდელოებასთან ერთად მარშალის ფონდის წევრებს შეხვდა.
საუბარი ორივე მხარისთვის მნიშვნელოვან თემებს შეეხო, მათ შორის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრობლემას, ევროინტეგრაციის საკითხს და ამ ფონზე ეროვნული ღირებულებების დაცვის აუცილებლობას, ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობას, უკრაინის ეკლესიის თემას, საქართველოს ეკლესიისა და კათოლიკოს-პატრიარქის როლს ქვეყნის ცხოვრებაში და სხვ.
სტუმრებმა მადლობა გადაიხადეს მასპინძლობისთვის და აღნიშნეს, რომ აუცილებელია ეკლესიასთან მჭიდრო ურთიერთობა და საერთო ინტერესების ირგვლივ აქტიური თანამშრომლობა.