საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიასა და ადვოკატთა ასოციაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა

ა.წ. 26 ოქტომბერს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და ადვოკატთა ასოციაციას შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს. აღნიშნული მემორანდუმი მიზნად ისახავს საქართველოს საპატრიარქოსა და ადვოკატთა ასოციაციას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.