ათონის მთის წმ. ათანასე დიდის ლავრის წინამძღვრის მისასალმებელი სიტყვა (29.09.2018)

თქვენო უნეტარესობავ!
სულიერი სიხარულითა და კრძალული პატივისცემის გრძნობით ვიმყოფებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლეისიის საპატიო პირველიერარქის, სულიერი ხელმძღვანელისა და კეთილმორწმუნე ქართველი ხალხის მწყემსმთავრის წინაშე.
ამ შეხვედრის გამო, გამოვთქვამთ ჩვენს გულთბილ მადლიერებას უფლისადმი, ვითხოვთ თქვენს მამამთავრულ ლოცვა-კურთხევებს და ძეობრივ გისურვებთ, რომ ჩვენი ეკლესიის განმგებელმა იესო ქრისტემ გაგიმრავლოთ წლები და სიმშვიდე და თქვენი მწყემს-წინამძღვრობა იყოს კურთხეული.
ძალიან გთხოვთ, თქვენო უწმინდესობავ, მიიღეთ წმინდა ხატის, – იკონომისას, – ასლი, ერთერთი სასწაულმოქმედ ხატთაგანი, რომელიც ინახება ჩვენს მონასტერში. ამ წმინდა ხატს ჩვენი წმინდა დიდი ლავრის მთელი მონასტრის საძმოს სახელით (რომელთაც ღმერთის მადლით ვწინამძღვრობ), ჩვენი სიყვარულის ნიშნად, ვუძღვნით როგორც თქვენ პატივსაცემ პიროვნებას, ისე კეთილმორწმუნე ქართველ ერს, რომელიც ღვთის დედას განსაკუთრებულ პატივს მიაგებს.
ეს არის ის მცირედი დრო, რომელიც მოგვეცა, რომ ჩვენ ვწვეოდით წმინდა ქართულ მიწას და პირადად დაგვემოწმებინა მე და ჩემს თანმხლებთ ლავრის საძმოს, _ ჩვენი დიდი სიყვარული.
ჩვენ ვილოცებთ თქვენო უნეტარესობავ, რათა ყოვლის კეთილმომცემელმა, დიდმა უფალმა და მღვდელმთავარმა, დედოფალ ღვთისმშობელ იკონომისას მეოხებით, აკურთხოს თქვენი საქმიანობა და განაგძოს თქვენი უნეტარესობისადმი ზეგარდამო მადლის მონიჭება, რათა გახანგრძლივდეს თქვენი ღვთივმოყვარე მამამთავრული მსახურება, კეთილმორწმუნე ქართველი ერის საკეთილდღეოდ.
ვევედრებით, თქვენო უწმინდესობავ, წმინდა მთის მფარველ უფალს და დედოფალ ღვთისმშობელ იკონომისას, რომლებიც ყველაფერში თანაშეგეწევიან, აჩინონ თვენზე საქართველოს ეკლესიის ხომალდის გონიერი მესაჭეობის ღირსება, ქრისტეს მაცხოვნებელი უწყებების აღსრულებისა და განმტკიცებისათვის.