საქართველოში ათონის მთის წმ. ათანასე დიდის ლავრის წინამძღვარი ჩამოვიდა

ა.წ. 29 სექტემბერს საქართველოს ეწვია და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდა ათონის მთის წმ. ათანასე დიდის ლავრის წინამძღვარი, იღუმენი პროდრომი და მისი თანმხლები პირები, რომლებიც კერძო მოწვევით ჩამოვიდნენ ჩვენს ქვეყანაში. ეს მათი პირველი ვიზიტია.
სტუმრები კვირას დაესწრებიან საზეიმო წირვას წმ. სამების საკათედრო ტაძარში, ორშაბათს კი სვანეთს ეწვევიან.