ქადაგება წმიდა იოანე ღვთისმეტყველის ხსენების დღეს (21 მაისი, 2001 წ.; წმიდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძარი)

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
ქადაგება წმიდა იოანე ღვთისმეტყველის ხსენების დღეს

წმიდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძარი, 21 მაისი, 2001 წ.
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ქრისტე აღსდგა!
Христос Воскресе!
წმიდა იოანე ღვთისმეტყველის ლოცვით, მისი მეოხებით და ლოცვა-კურთხევით, ღმერთმა
ინებოს თქვენი და საქართველოს მშვიდობა და სიცოცხლე. ყველას გილოცავთ ამ დიდებულ
დღესასწაულს! წმიდა იოანე ღვთისმეტყველი ღმერთმა გამოირჩია, მოციქულთა შორის მხოლოდ
მას ეწოდა „ღვთისმეტყველი“. წმიდა იოანე ღვთისმეტყველი სიყვარულის უდიდესი
მქადაგებელია, მას ეკუთვნის სიტყვები: „ღმერთი სიყვარული არს“. უფლის სახელი ასე
ზუსტად, ასე ღრმად ჯერ არავის გამოუთქვამს. წმიდა იოანე ღვთისმეტყველი მოყვასისადმი
უდიდესი სიყვარულითა და შემწყნარებლობით გამოირჩევა. ამავე დროს, იგი უშიშარიცაა.
იმ დროს, როცა უფალი ჯვარს აცვეს, მოციქულები ებრაელთა დევნას უფრთხოდნენ და
იმალებოდნენ, წმიდა იოანე ღვთისმეტყველი კი, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელთან ერთად,
ჯვართან იდგა და ტიროდა.
შეგეწიოთ წმიდა იოანე ღვთისმეტყველის ლოცვა-კურთხევა და მისი ლოცვით ღმერთმა
ინებოს, რომ ჩვენში განმტკიცდეს დიდი რწმენა, ჭეშმარიტი მართლმადიდებელი
სარწმუნოება, სიყვარული და უფლის წყალობა. იმედი გვაქვს, რომ მეორედ მსოვლის ჟამს,
უფლის წინაშე ჩვენი მეოხი წმიდა იოანე ღვთისმეტყველი იქნება.
წელს ტაძრის აშენებიდან 100 წლისთავი სრულდება და სასრუველია გავიხსენოთ ის
ადამიანები, რომელთაც ამ წმიდა ტაძრის მშენებლობაში მიიღეს მონაწილეობა. ღმერთმა
აცხონოს და ნათელში ამყოფოს მათი სულები.
Всех вас поздравляю братья и сестры с великим престольным
праздником св. Апостола и Евангелиста Иоанна
Богослова. Вы знаете, что св. Апостол Иоанн Богослов
является проповедником любви. В св. Евангелии от Иоанна сказано: "Бог есгь
любовь" и, пожалуй, никто из Апостолов и
богословов это не выразил так глубоко и так точно. как св. Апостол Иоанн.
Как вам известно, когда св. Иоанн Богослов состарился и
уже не мог проповедовать, его носили на носилках в храм и он твердил одно и то же: "Чада. любите друг друга". Он
постоянно повторял эти слова. Его спросили, почему он так
говорит. И он ответил, что вся суть Евангелия, весь Его
смысл состоит именно в этом – в любви друг к другу.
Сегодня и всегда св. Апостол и Евангелист Иоанн Богослов
обращается к каждому из нас и говорит: "Чада, любите друг друга". Всех вас
поздравляю и призываю на вас Божие благословение! С празником вас!
ჩვენთან არს ღმერთი!
Христос Воскресе!
ქრისტე აღსდგა!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №21, 2001 წ.