კათოლიკოს-პატრიარქი პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

ა.წ. 16 სექტემბერს, საღამოს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შეხვედრა ჰქონდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, ბ-ნ ირაკლი კობახიძესთან.
მისმა უწმინდესობამ და დამსწრე სასულიერო პირებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ეკლესიის მკვეთრად უარყოფითი პოზიცია მარიხუანას კულტივაციასთან (მოყვანასთან) დაკავშირებით და აღნიშნეს, რომ ქვეყანა იმ რისკებს ვერ გაუძლებს, რასაც ეს პროცესი გამოიწვევს.