სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) მკვლელობის დღეს წიწამურში პარაკლისი გადაიხადა

ა.წ. 12 სექტემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ სამღვდელოებასთან ერთად წიწამურში, წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) მემორიალთან, პარაკლისი გადაიხადა.
მისმა უწმინდესობამ დალოცა და წმინდა ილია მართალს შეავედრა შეკრებილი მრევლი და სრულიად საქართველო.