სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (29.07.2018)

ჩვენთან არს ღმერთი
ეს წმინდა ტაძარი, წმინდა სამების სახელობის ტაძარი, დაფუძნებულია წმინდა ილიას მთაზე. წმინდა ილია წინასწარმეტყველის მობინადრეები ვართ, ამიტომ უნდა გვახსოვდეს, რომ მომავალ ხუთშაბათს არის წმინდა ილია წინასწარმეტყველის ხსენება. აქ გვექნება წირვა-ლოცვა, საზეიმო, სადიდებელი წმინდა ილიასი.
ამავე დღეს არის ხსენება წმინდა ილია მართლისა.
უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით. მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა, ძალა და შეწევნა თვისი.
ჩვენთან არს ღმერთი