სომხეთის პატრიარქის სამძიმარი ტყიბულში მომხდარი ტრაგედიის გამო





მის უწმინდესობას ილია II-ს,
უწმინდეს და უნეტარეს,
სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს

თბილისი, საქართველო

თქვენო უწმინდესობავ!

მედია საშუალებებიდან ღრმა მწუხარებით შევიტყვეთ ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში მომხდარი ავარიის შესახებ, რამაც ოთხი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
წმინდა ეჩმიაძინიდან თქვენს უწმინდესობას და მოძმე ქართველ ერს გადმოგცემთ ჩვენს მხარდაჭერას და ვუცხადებთ ღრმა მწუხარებას ტყიბულში ავარიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს.
აღვავლენთ ლოცვას, რომ მამაზეციერმა სულიწმიდის მიერ ანუგეშოს ყველა მწუხარე და დაზარალებულებს ჯანმრთელობა მიანიჭოს.
შევთხოვთ ყოვლადმოწყალე უფალს, რომ თავის მფარველობისა და კურთხევის მადლით დალოცოს საქართველო და მისი ღვთივკურთხეული ერი.
მწუხარებითა და ქრისტესმიერი ძმური სიყვარულით,
გარეგინ II,
ყოველთა სომეხთა პატრიარქი და კათოლიკოსი