საქართველოს საპატრიარქოში ცხინვალის რეგიონისადმი მიძღვნილი კონფერენცია ჩატარდა

ა.წ. 14 ივლისს საქართველოს საპატრიარქო რეზიდენციაში ჩატარდა კონფერენცია სახელწოდებით: ,,ცხინვალის რეგიონი, – ისტორია და დღევანდელობა” გამოვიდა ოთხი ძირითადი მომხსენებელი; მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა ანანიამ (ჯაფარიძე) საქართველოს ეკლესიის ისტორიის გაყალბების მცდელობაზე გაამახვილა ყურადღება, პროფესორმა როლანდ თოფჩიშვილმა ისაუბრა თემაზე ,,ოსები კავკასიასა და საქართველოში“; პროფესორი ქეთევან პავლიაშვილი შეეხო ალანიის ეპარქიაში არსებულ პრობლემებს, მათ მიზეზებსა და მოსალოდნელ შედეგებს; პროფესორმა ზაზა ცოტნიაშვილმა კი საინფორმაციო ომში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების გააქტიურებაზე შეაჩერა ყურადღება.
მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეფიქსირებინათ თავისი პოზიცია აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით. სხდომას ესწრებოდნენ: ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი ისაია, წმინდა სინოდის წევრი მღვდელმთავრები, ხელისუფლებისა და საელჩოს წარმომადგენლები, მეცნიერები, ისტორიკოსები, ფილოლოგები, ექსპერტები, პოლიტოლოგები და სხვა მოწვეული სტუმრები.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დალოცა შეკრებილნი და გამოთქვა იმედი, რომ მსგავსი შეხვედრები ხშირად გაიმართება და გამოიკვეთება გზები ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრისათვის.

გთავაზობთ გამომსვლელთა მოხსენებს:
1. ქეთევან პავლიაშვილი პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი.ე.წ.“ალანიის ეპარქიის“ საეკლესიო პრობლემა