სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა პროექტ ,,SKYE“-ს მონაწილეები მიიღო

ა.წ. 10 ივლისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო ფონდის გენერალურ მენეჯერს, ლაშა ჟვანიას და ამ ფონდის ერთ-ერთი პროექტის მონაწილეებს უმასპინძლა.
მათ მის უწმინდესობას პროექტ ,,SKYE“ პირველი ფაზის შედეგები გააცნეს. აღნიშნული პროექტი ახალგაზრდებში ეკონომიკური საქმიანობისთვის საჭირო უნარ-ჩვევებისა და ცოდნის შეძენას ითვალისწინებს. პირველ ეტაპზე მასში ასამდე ახალგაზრდა იყო ჩართული, რომელთაც კულტურის, ხელოვნების, ტურიზმისა და სოციალური მიმართულებით სხვადასხვა აქტივობა განახორციელეს.
,,SKYE“ კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდისა და ,,world vision – საქართველოს“ მხარდაჭერით მიმდინარეობს.
მისმა უწმინდესობამ დალოცა ახალგაზრდები, წარმატებები უსურვა და მოუწოდა, აქტიურად გაეცნონ სამეცნიერო ლიტერატურას, პრაქტიკულ ჩვევებს, შექმნან იდეების ბანკი და განახორციელონ საინტერესო და ფასეული პროექტები.