სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

ა.წ. 31 მაისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფისომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი, ბატონი ნიკოლ ფაშინიანი და მისი თანმხლები პირები მიიღო.
შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. საუბარი შეეხო ორ ქვეყნას შორის არსებულ ისტორიულ-კულტურული კავშირების მნიშვნელობას.