სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში მორიგი შეხვედრა გაიმართება

1 ივნისს, 16:00 საათზე, სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში ეწყობა შეხვედრა თემაზე: „გამოხატვის თავისუფლება საქართველოში და მასთან დაკავშირებული პრობლემები”. მოწვეული არიან ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორის და საზოგადოების წარმომადგენლები.