სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (13.05.2018)

ქრისტე აღდგა!
დღეს ჩვენ ვაჯილდოებთ ორ სასულიერო პირს.
იღუმენი გაბრიელი (ქაჯაია) აღყვანილია არქიმანდრიტის ხარისხში. აქსიოს!
დეკანოზი გიორგი ბერბერაშვილი დაჯილდოებულია გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით. აქსიოს!
და ვლოცავთ შემდეგ გვარებს: ლაბაძეებს, გიგაშვილებს, ყეინიშვილებსა და ნეკერაშვილებს.
დალოცვილები იყავით; ღმერთმა გაგაძლიეროთ და გაგამრავლოთ; ღმერთმა მოგცეთ სიმშვიდე, სიკეთე, სიყვარული და დიდი რწმენა სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა, ამინ.
ჩვენთან არს ღმერთი.