ტანსაცმელი და საყოფაცხოვრებო ნივთები გაჭირვებულებს

ტანსაცმელი და საყოფაცხოვრებო ნივთები გაჭირვებულებს
გრძელდება სამების ტაძრის ქვედა სართულზე ტანსაცმლისა და საყოფაცხოვრებო ნივთების გაჭირვებულთათვის დარიგება. ცენტრში არის ქალის, მამაკაცის და ბავშვის სამოსი, რომელთა უფასოდ აღება ყველა მსურველს შეუძლია. აქვე მოწყობილია მცირე სალონი, სადაც თმის შეჭრაა შესაძლებელი.
აღნიშნული ცენტრი არქიმანდრიტ იოანე მჭედლიშვილის მონდომებით და კეთილი ადამიანების ძალისხმევით გასული წლის 25 დეკემბერს გაიხსნა და დღეისათვის აქ უკვე 500-ზე მეტ ადამიანს დაეხმარნენ.
ცენტრი ფუნქციონირებს შემოწირულობებითაც და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გაჭირვებულთა დასახმარებლად მოიტანოს ტანსაცმელი და საყოფაცხოვრები ტექნიკა.
ნივთების გაცემა და მიღება შესაძლებელია ყოველდღე სამების ახალგაზრდულ ცენტრში 11:00-დან 17:00-მდე.
საკონტაქტო ტელეფონი: 595 48 60 90
574 04 70 48