სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კვიპროსის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

ა.წ. 20 მარტს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ, წმინდა სინოდის წევრებთან და სხვა სასულიერო პირებთან ერთად, საპატრიარქო რეზიდენციაში მიიღო საქართველოში სტუმრად მყოფი კვიპროსის რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაცია, კვიპროსის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარის, ბატონ დიმიტრის სილურისის მეთაურობით. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კვიპროსზე, ბატონი რევაზ ლომინაძე.
ბატონმა დიმიტრის სილურისმა უწმინდესს და უნეტარეს ილია II-ს გულთბული მოკითხვა, გზავნილი და სამახსოვრო საჩუქარი გადასცა კვიპროსის მთავარეპისკოპოს, უნეტარეს ქრიზოსტომოსისგან და კვიპროსის პარლამენტისგან.
სტუმრებთან საუბარში კათოლიკოს-პატრიარქმა მადლიერება გამოხატა იმის გამო, რომ კვიპროსის მთავრობა დიდ ყუდარღებას აქცევს იმ 13 ათას ქართველს, რომელიც მათ ქვეყანაში ცხოვრობს და ასევე იმ ფაქტის გამო, რომ კვიპროსზე ქართველებს გადმოეცა მიწა მონასტრის ასაშენებლად.
ბატონმა დიმიტრის სილურისმა დიდი მადლობა გადაუხადა კათოლიკოს-პატრიარქს გულთბილი მიღებისთვის და აღნიშნა, რომ ეს შეხვედრა მეტად მნიშვნელოვანია ქართველი და კვიპროსელი ხალხის უფრო მეტად დაახლოებისთვის.
შეხვედრამ თბილ ვითარებაში ჩაიარა.