ინფორმაცია (01.03.2018)


ა.წ. 1 მარტს, საღამოს ბ-ნ არჩილ ტატუნაშვილის მშობლებისა და ახლობლების ინიციატივით შედგა მათი შეხვედრა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან და მღვდელმთავრებთან.
ბატონი არჩილის მშობლებმა მის უწმინდესობას თხოვეს დახმარება შვილის ცხედრის ოჯახისთვის გადმოცემასთან დაკავშირებით.
კათოლიკოს-პატრიარქმა ბრძანა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მიმართავს რუსეთის პატრიარქს, რათა მან გაწიოს შუამდგომლობა სათანადო ორგანოებთან და გამოიყენებს სხვა საშუალებებსაც ტატუნაშვილების ოჯახის დასახმარებლად.

საქართველოს საპატრიარქო