კათოლიკოს-პატრიარქი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა

ა.წ. 1 თებერვალს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ბატონი ლევან დავითაშვილი ეწვია.
მისი უწმინდესობის კითხვის პასუხად მინისტრმა ისაუბრა იმ პროგრამების შესახებ, რასაც სახელმწიფო ანხორციელებს სოფლის მეურნეობის მხარდასაჭერად და გასაძლიერებლად. საუბარი ასევე შეეხო სოფლის მეურნეობის განვითარების პერსპექტივებს და არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებს. მინისტრის განცხადებით, მიმდინარე წელს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კოოპერატივების შექმნას, რაც სოფლის მეურნეობაში ჩართული ადამიანებისთვის სასიკეთო შედეგის მომტანი გახდება.
კათოლიკოს-პატრიარქმა ბატონ ლევანს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და სოფლის მეურნეობის აღორძინების, ხალხის დასაქმებისა და მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან მათი გამოსვლის იმედი გამოთქვა.