სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში მორიგი შეხვედრა გაიმართება

გრძელდება აქტუალურ თემებზე მისი უწმინდესობის მიერ საზოგადოებასთან დაწყებული საუბრები.
ხუთშაბათს, 25 იანვარს, 18:00 საათზე, შედგება მორიგი შეხვედრა, რომელიც ,,რელიგიების ისტორიის” სწავლებასთან დაკავშირებული შეხედულებების გაცნობას მიეძღვნება. მოწვეულნი იქნებიან, განათლებისა და კულტურის სამინისტროს, შესაბამისი საპარლამენტო კომიტეტების ხელმძღვანელები, რელიგიის საბჭოს, სხვადასხვა კონფესიის, არასამთავრობო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლები.
შეხვედრა ჩვეულებისამებრ სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართება.