შეხვედრები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან

ა.წ. 20-21 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი, ბატონი კრისტიან ურსე, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი, ბატონი უილიამ ლაჰიუ და სომხეთის რესპუბლიკის ელჩი, ბატონი რუბენ სადოიანი ეწვივნენ.
სტუმრებმა მის უწმინდესობას აღსაყდრებიდან 40 და დაბადებიდან 85 წლის იუბილე მიულოცეს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მათ მადლობა გადაუხადა და ბედნიერი შობა-ახალი წელი უსურვა.