საქველმოქმედო გამოფენა ვენაში (11.12.2017)

2017 წლის 1-2 დეკემბერს, ავსტრიაში, ქალაქ ვენაში, გაეროს ქალთა გილდიის ყოველწლიური საქველმოქმედო გამოფენა–გაყიდვა გაიმართა (UNWG International Festival –Charity Bazaar ), რომელშიც უკვე მესამე წელია წარმატებით მონაწილეობს საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდი ,,ლაზარე“. წელს ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ფონდის მიერ დაფუძნებული ახალი პროფესიული კოლეჯის სტუდენტების მიერ მინანქრისგან დამზადებული ქართული ორნამენტებით შემკული სამკაულები,თექის ნაწარმიდა სხვ.
საქველმოქმედო ბაზრობაში ასევე მონაწილეობდნენ ვენაში მცხოვრები ქართველები და საქართველოდან მიწვეული ხელოვანები. საელჩოს კოორდინაციით, საქართველოს სტენდზე წარმოდგენილი იყო ქართული ეროვნული სამოსი,სუვენირები და საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მიერ სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის მიწოდებული სარეკლამო მასალა.
ღონისძიება 49-ე წელია რაც იმართება და მასში 100-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს, ქველმოქმედებიდან შემოსული თანხის ნაწილი გაეროს ბავშვთა ფონდში ირიცხება და აქ თავისი მცირე წვლილი საქართველოს უკვე მე-5 წელია შეაქვს.