კათოლიკოს-პატრიარქი ,,ვეფხისტყაოსნის“ გადამწერებს შეხვდა

ა.წ. 13 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შეხვდა პოლონელ ახალგაზრდებს, რომელთაც პოლონურად თარგმნილი ,,ვეფხისტყაოსანი“ ხელით გადაწერეს და მისი საჯაროდ კითხვა მოაწყვეს თავის ქვეყანაში. ეს იყოს საპასუხო ქმედება ქართველი ახალგაზრდების მიერ გასულ წელს ადამ მიცკევიჩის ნაწარმოების ქართულად გადაწერისა და გავრცელებისა.
მისმა უწმინდესობამ დალოცა პროექტის მონაწილეები და მოისმინა ,,ვეფხისტყაოსნის“ ფრაგმენტი პოლონურ ენაზე.