N 5 დაწესებულებაში მყოფ დედებსა და მათ 3 წლამდე ბავშვებს საჩუქრები გადაეცათ

ა.წ. 7 ნოემბერს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N 5 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ 3 წლამდე ბავშვებსა და მათ დედებს სამინისტროს სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს წარმომადგენლებმა საპატრიარქოს მიერ გამოგზავნილი საჩუქრები გადასცეს. კერძოდ:
საქართველოს საპატრიარქოს საჩუქრებს შორის იყო საბავშვო ბიბლია, ტანსაცმელი და სხვადასხვა სახის აქსესუარები, რაც ლონდონის ქართველთა სამრევლომ გამოაგზავნა.
შეხვედრა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამონისტროს ორგანიზებითა და საქართველოს საპატრიარქოს ინიციატივით განხორციელდა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და საქართველოს საპატრიარქოს შორის თანამშრომლობის შედეგად მსგავსი ღონისძიებები სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში აქტიურად ხორციელდება.