ათონის მთის ფოტოგამოფენა საქართველოში

საბერძნეთის საელჩო საქართველოში, აღნიშნავს რა საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-ე წლისთავს, 17 ნოემბერს, 18:00 საათზე, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში უმასპინძლებს ფოტო გამოფენის ოფიციალურ გახსნას, რომლის სახელწოდებაცაა ,,ათონის მთის ფოტოგრაფიული გზამკვლევი 1969-2001’’და გაგრძელდება 27 ნოემბრამდე.
ათონის მთა, სადაც ერთმანეთს ერწყმის წარმავალი და მარადიული, წარმოადგენს ორი ხალხის საერთო სარწმუნოებისადმი ღვთიურ ძღვენს მისი ყველაზე წმიდა გამოხატულებით-სამონასტრო ცხოვრებითა და ასკეტიზმით. ამავე დროს, ეს არის მართლმადიდებლური სარწმუნოების როლის შეხსენება ქართული და ბერძნული იდენტურობის ჩამოყალიბებაში.
,,ათონის მთის ფოტოგრაფიული გზამკვლევი’’ დაწესდა ათენის ბენაკის მუზეუმში 2006 წლის ზაფხულში. მას შემდეგ მან მოიარა მთელი მსოფლიო და პირველად ეწყობა საქართველოში. იგი ითვლის 50 რჩეულ ფოტოს, რომელიც კოსტას ბალაფასმა გადაიღო ათონის მთაზე 1969-2001 წლებში. ამ სამუშაოს შესრულება შესაძლებელი გახდა წმ. სიმონ-პეტრეს მონასტრის ბერის, იუსტინეს მიერ გაწეული დახმარების წყალობით.
კოსტას ბალაფასი არის ფოტოგრაფიული ხელოვნების უდიდესი ოსტატი და ომისშემდგომი პერიოდის ჰუმანისტური ფოტოგრაფიის წამყვანი ბერძენი წარმომადგენელი. მისი ნამუშევრები ქმნის ბერძნული ისტორიისა და საზოგადოებრივი ცხოვრების ამსახველ უნიკალურ დოკუმენტალურ მასალებს.
2008 წელს სიკვდილამდე 3 წლით ადრე კოსტას ბალაფისმა მთელი თავისი ნაღვაწი დაუტოვა ბენაკის მუზეუმს.