ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების საქართველოში მოგზაურობის ოქტომბრის თვის სავარაუდო განრიგი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით წმინდა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები მთელს საქართველოში მოგზაურობს. ამდროისთვის სიწმინდე უკვე იმყოფებოდა ალავერდისა და ხორნაბუჯის ეპარქიაში. ოქტომბრის თვეში სიწმინდე იმოგზაურებს საქართველოს შემდეგ ეპარქიებში:
ნეკრესის ეპარქია 5-9 ოქტომბერი
გურჯაანისა და ველისციხის ეპარქია 9-11 ოქტომბერი
საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქია 11-13 ოქტომბერი
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია 13-15 ოქტომბერი
რუსთავის ეპარქია 15-17 ოქტომბერი
გარდაბნისა და მარტყოფის ეპარქია 17-19 ოქტომბერი
ბოლნისის ეპარქია 19-21 ოქტომბერი
დმანისისა და ლორე-ტაშირის ეპარქია 21-23 ოქტომბერი
მანგლისისა და თეთრიწყაროს ეპარქია 23-25 ოქტომბერი
აგარაკ-წალკის ეპარქია 25-27 ოქტომბერი
ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქია 27-29ოქტომბერი
ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია 29-31 ოქტომბერი
პერიოდულად შემოგთავაზებთ სიწმინდის მოგზაურობის განრიგს.