საბუთების მიღება ორმოცდამეათე ნათლობისთვის

იწყება ორმოცდამეათე ეტაპი ახალდაბადებული მესამე და შემდგომი ბავშვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს_პატრიარქ ილია II-ის მიერ მონათვლისა.
ნათლობის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს საქართველოს საპატრიარქოში 12 სექტემბრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით 12 საათიდან 16 საათამდე.
რეგისტრაციის მსურველებმა თან უნდა იქონიონ:

მშობლების პირადობის მოწმობების ასლები
მშობლების ჯვრისწერისა და ქორწინების მოწმობების ასლები
შვილების დაბადებისა და ნათლობის მოწმობების ასლები
მოსანათლის 2 ფოტო 3X4-ზე დაბეჭდილი cd დისკით

ოჯახის 1 ფოტო 10×15-ზე დაბეჭდილი cd დისკით
საკონტაქტო ტელეფონები: 593 90 08 10
558 65 11 59
593 46 45 71