კათოლიკოს-პატრიარქი ბორჯომის ხეობაში

ა.წ. 24 და 25 აგვისტოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ბორჯომის ხეობაში იმყოფებოდა, რათა თანადგომა და მხარდაჭერა უშუალოდ გამოეცხადებინა 5 დღის მანძილზე სტიქიასთან თავდაუზოგავად მებრძოლებისთვის. მისმა უწმინდესობამ იესო ტკბილის სავედრებელი ლოცვა გადაიხადა და დალოცა ხელისუფლების წარმომადგენლები, მეხანძრე-მაშველები და ადგილობრივი მოსახლეობა.