საპატრიარქოს „ბნეი ბრითის“ წარმომადგენლები ეწვივნენ

დღეს, 26 ივნისს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ საპატრიარქო რეზიდენციაში მიიღო ებრაელთა საერაშორისო ორგანიზაცია „ბნეი ბრითის“ წარმომადგენლები აშშ-დან და ევროპიდან საზოგადოების გენერალური დირექტორისა და პრეზიდენტის მეთაურობით.
მათ ხაზი გაუსვეს ქართველთა და ებრაელთა შორის არსებული 26-საუკუნოვანი მეგობრული კავშირის მნიშვნელობას და აღნიშნეს, რომ სურვილი აქვთ, ხელი შეუწყონ მსოფლიო მნიშვნელობის ღირებულებათა შენარჩუნებას, მათ შორის საქართველოშიც.
ბატონმა დან მარიაშჩინმა (გენერალური დირექტორი) კათოლიკოს-პატრიარქს სამახსოვროდ გადასცა „ბნეი ბრითის“ სამახსოვრო მონეტა-მედალი, რომელიც მოიჭრა ორგანიზაციის 150 წლისთავის აღსანიშნავად.