კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სამძიმრის წერილები

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მანჩესტერში განხორციელებულ ტერაქტთან დაკავშირებით სამძიმრის წერილები გაუგზავნა მის სამეფო უდიდებულესობას, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის დედოფალ ელისაბედ II-ს, მის მოწყალებას, კენტერბერიის მთავარეპისკოპოსს, ჯასტინ უელბს და მის აღმატებულებას, პრემიერ-მინისტრს ტერეზა მეის, სადაც საქართველოს ეკლესიის სახელით გამოთქმულია დიდი გულისტკივილი როგორც მანჩესტერში, ისე მსოფლიოში მომხდარი მსგავსი ტრაგიკული მოვლენების გამო.
„ვლოცულობთ, რათა ყოვლადმოწყალე ღმერთმა მოგვმადლოს მშვიდობა და დაიფაროს მთელი მსოფლიო მსგავსი შემთხვევებისგან“_ წერს მისი უწმინდესობა.