ალექსი ლებედევი – მსოფლიო საეკლესიო კრებების ისტორია


გამომცემლობა „ახალი ივირონი“
„საეკლესიო ბიბლიოთეკა“
ტომი XVII
„მსოფლიო საეკლესიო კრებების ისტორია“
ა. პ. ლებედევი

რუსულიდან თარგმნა ისტორიის მაგისტრმა, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგოგმა გიორგი გვასალიამ
რედაქტორი: ზურაბ ჯაში
ალექსი პეტრეს ძე ლებედევი (1845-1908) – მოსკოვის სასულიეროა კადემიისა და მოსკოვის უნივერსიტეტის პროფესორი, მრავალი წელი კითხულობდა ეკლესიის, უპირატესად ძველი მსოფლიოსა და ბიზანტიის ისტორიის სალექციო კურსს. მისი სახელი პირველად ფართოდ გახდა ცნობილი „IV და V საუკუნეების მსოფლიო კრებების“ გამოცემის შემდგომ. ამ ნაშრომმა ა. პ. ლებედევს მოუტანა არა მარტო ღვთისმეტყველების დოქტორის წოდება, არამედ ის ეკლესიის ცნობილი რუსი ისტორიკოსების გვერდითაც დააყენა. მან ღრმა კვალი დატოვა რუსეთის საეკლესიო ისტორიულ მეცნიერებაში. „მსოფლიო საეკლესიო კრებების ისტორია“ საინტერესო დაგასაგები ენითაა დაწერილი, სადაც ჩართულია თავისი დროის უახლესი სამეცნიერო ლიტერატურა; წიგნში ქრისტოლოგიური დავის არსში ფართო საღვთისმეტყველო და კულტურულ ისტორიულ ექსკურსს ვხვდებით. წიგნს ოდნავადაც არ დაუკარგავს აქტუალობა და სამეცნიერო სარგებელი ღვთისმეტყველებითა და ეკლესიის ისტორიით დაინტერესებული თანამედროვე მკითხველისათვის.

ალექსი ლებედევი – მსოფლიო საეკლესიო კრებების ისტორია