ა.წ 4 მაისს საქართველოს საპატრიარქოში ჩატარდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო ფონდის გაფართოებული სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ფონდის მმართველი საბჭოს წევრები და ქართველი მეცნიერები. შეხვედრაზე გაიმართა პროექტის _ „მსოფლიო ხვდება საქართველოს“ პრეზენტაცია.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაგეგმილია, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მოეწყოს ექსპოზიციები, რომლებიც ევროპელი და საერთაშორისო საზოგადოებისთვის თვალსაჩინოს გახდის იმ უნიკალურ სულიერ-კულტურულ მემკვიდრეობას და სახელმწიფოებრივი ცხოვრების მრავალსაუკუნოვან ისტორიას, რითაც უძველესი ქრისტიანული ცივილიზაციის ქვეყანა, _ საქართველო _ უერთდება თავისუფალ სამყაროს და შეაქვს თავისი განსაკუთრებული წვლილი მსოფლიო კულტურის საგანძურში.
პროექტი „მსოფლიო ხვდება საქართველოს“ ზოგადეროვნული, სახელმწიფოებრივი და საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტია, რომელიც თავისი მასშტაბითა და ორიგინალობით სრულიად გამორჩეულია.
პროექტი მზადდება მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ილიაII-ის ლოცვა-კურთხევით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო ფონდის ხელშეწყობით, საქართველოს სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებისა და სახელოვნობო ცენტრების, ქართველი და უცხოელი მეცნიერების თანაავტორობითა და მონაწილეობით. პროექტის ავტორი და ხელმძღვანელია ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნესტან კირთაძე.