საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სტუმრად საქართველოს საპატრიარქოში

ა.წ. 24 იანვარს საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელმა მეუფე გერასიმემ (შარაშენიძე) სხვა მღვდელმთავრებთან ერთად საპატრიარქო რეზიდენციაში მიიღო საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბატონი ტერენს ნიკოლაოს ქუიკი თანმხლებ პირებთან ერთად. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს ელჩი საბერძნეთში ბატონი იოსებ ნანობაშვილიც.
შეხვედრა მეგობრულ ხასიათს ატარებდა და მიზნად ისახავდა საბერძნეთის რესპუბლიკასა და საქართველოს ეკლესიას შორის არსებული კავშირების განმტკიცებას.