წამება წმინდა მოწამე აბოსი


იოანე საბანისძე
„წამება წმინდა მოწამე აბოსი“
გამომცემლობა „ახალი ივირონი
ტომი I

გამოცემის რეცენზეტ – კონსულტანტი: დეკანოზი, ღვთისმეტყველების კანდიდატი მაქსიმე ჭანტურია
რედაქტორი ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი ანა ჭუმბურიძე
გამოვხატავ განსაკუთრებულ მადლიერებას მოსკოვის ქართული სათვისტომოს თავკაცის ბ-ნ თემურ სტურუას და მოსკოვის წმინდა გიორგის სახელობის ქართული ეკლესიის მრევლის მიმართ.
წინათქმა
წინამდებარე ტექსტი ქვეყნდება გამომცემლობა „ახალი ივირონი“-ს მიერ 2005 წელს გამოცემული წიგნის – „ძველი ქართული საეკლესიო ლიტერატურის“ მიხედვით.
აღნიშნული გამოცემა წარმოადგენს ძველ ქართულ საეკლესიო მწერლობასთან დაკავშირებული პედაგოგიური და მეცნიერული ინტერესების გამთლიანების მცდელობას. მასში შევიდა ხუთი ქართული ჰაგიოგრაფიული ძეგლი. ჰაგიოგრაფიულ ძეგლებთან დაკავშირებით შესრულდა შემდეგი სახის სამუშაო:
1. ხელახლა გადაისინჯა არსებულ ნუსხათა მონაცემები ანუ ხელახლა მომზადდა გამოსაცემად ძეგლის ძველი ქართული ტექსტები.
2. ტექსტს პარალელურ ტექსტად დაერთო მეცნიერული თარგმანი ახალ ქართულ ენაზე.
3. თარგმანი აღჭურვილ იქნა ტექსტობრივ-საღვთისმეტყველო სქოლიოებით.
ამჯერად მკითხველს ვთავაზობთ ზემოთხსენებული ნაშრომის მხოლოდ ერთ ნაწილს – „წამება წმინდა მოწამე აბოსი“ სქოლიოების გარეშე.
ვფიქრობთ, მოწოდებული მასალა საყურადღებო აღმოჩნდება არა მხოლოდ სპეციალისტებისა და სტუდენტ-მოსწავლეებისათვის, არამედ, ზოგადად, ქართული მწერლობითა და კულტურით დაინტერესებული ფართო წრეებისათვისაც.
ახალ ქართულად ძველ ქართულად