N17 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულთა ნამუშევრების საშობაო გამოფენა გაიმართა

ა.წ. 27 დეკემბერს, N17 პენიტენციური დაწესებულების საგანმანათლებლო ცენტრში მსჯავრდებულთა ნამუშევრების საშობაო გამოფენა გაიმართა, სადაც 40-მდე მსჯავრდებულის 200-მდე ხეზე კვეთის უნიკალური ნამუშევარი იყო წარმოდგენილი.
უმრავლესობას საეკლესიო დანიშნულება ქონდა და გამოერჩეული სიყვარულით იყო შესრულებული.
„ეს ნამუშევრები უნიკალურია ტექნიკის მხრივაც, რადგან ჩვენ მხოლოდ საჭრელი დანებით ვმუშაობთ. როდესაც ხატებს ხეზე ვკვეთავთ, სიკეთესა და სულიერ თემებზე ვლაპარაკობთ, ცუდზე ფიქრის დრო აღარ გვრჩება. არაერთმა მსჯავრდებულმა, რომელმაც დაწესებულებაში შეისწავლა ხეზე კვეთა, გათავისუფლების შემდეგ, გარეთ გააგრძელა ეს საქმე,“- განაცხადა ხეზე კვეთის პედაგოგმა ოლივერ შველიძემ.
საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებმა: საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტმა დანიელმა (დათუაშვილი) და რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) დალოცეს მსჯავრდებულები, უსურვეს შემდომი წინსვლა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-გან საჩუქრები – წიგნები, საეკლესიო კალენდრები და ჟურნალები გადასცეს.