კათოლიკოს-პატრიარქმა საპატრიარქო რეზიდენციაში აბორტით მოწყვეტილი ბავშვების დედები მიიღო

ათეისტური რეჟიმის პირობებში მრავალი ადამიანი ვერ აცნობიერებდა, რამდენად დიდი ცოდვაა აბორტი და მას უბრალო მოვლენად აღიქვამდა. მას შემდეგ, რაც ჩვენი მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა ეკლესიური ცხოვრება დაიწყო, დედებს, რომელთაც მუცლადღებულ ყრმათა მოწყვეტის დანაშაული აწუხებთ (მათ შორის ექიმ-გინეკოლოგებიც არიან) გაუჩნდათ სურვილი, თავისი სინანულის გამოსახატად ააგონ ტაძარი ყოვლადწმინდა სამების სახელზე.
ამ მიზნით, დღეს, 9 დეკემბერს, საქართველოს საპატრიარქოში შეიკრიბა ტაძრის მაშენებელთა სამუშაო ჯგუფი.
ისინი დალოცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა და დაწყებული საქმის წარმატებით განხორციელება უსურვა.
ეკლესია აიგება ხუდადოვის ტყის მიმდებარედ.
x=document.getElementsByClassName("my_entry")[0]; x.className += " narrowedd";