“ლაზური შემოდგომა” თბილისში


“ლაზური შემოდგომა” თბილისში
გუშინ, 27 ნოემბერს, თბილისში, ლისის ტბაზე მშენებარე საპატრიარქოს საეკლესიო ღვინის მარანში, სტუმრად ჩამოსულმა ლაზებმა დაწურეს ლაზეთის რეგიონისათვის დამახასიათებელი, აბორიგენული ჯიშის ყურძენი, – ჩხავერი, რომელიც გურიაში შეიძინეს. ამავე დღეს მერიის გამწვანების სამსახურთან ერთად აქ დაირგო 150-მდე სხვადასხვა ჯიშის ხის ნერგი, ხოლო სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა გააშენა ჯიღაურას ექსპერიმენტალურ ბაზაზე გამოყვანილი წითელი ადგილობრივი საღვინე ვაზის ჯიშები, რაც განხორციელდა საქართველოს საპატრიარქოსა და ცენტრს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე (მემორანდუმი ითვალისწინებს საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის არატრადიციულ ზონებში ადგილობრივი აბორიგებული ვაზის ჯიშების აღორძინებას, როგორც საეკლესიო სივრცეში, ისე მოსახლეობაშიც).
ამავე დღეს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან ერთად შემუშავდა ერთობლივი სამომავლო გეგმა მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით.