საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს აღსაყდრების დღეს ულოცავს





მის ყოვლადუწმიდესობას, ბართლომეოს,
მთავარეპისკოპოსს კონსტანტინეპოლისა,
ახალი რომისა და მსოფლიო პატრიარქს
თქვენო ყოვლადუწმიდესობავ, ქრისტესმიერო საყვარელო ძმაო, გულითადად გილოცავთ აღსაყდრებიდან 25 წლისთავს. ჩვენს წინააღმდეგობებით სავსე დროში ძალიან ძნელია პირველიერარქის ჯვრის ტვირთვა; კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ყოველთვის იყო საყოველთაო ინტერესის და დიდი სულიერი ბრძოლის ასპარეზი; ამდენად, მძიმე, მაგრამ ფრიად საპატიო მისია დაგაკისრათ უფალმა.
საქართველოს ეკლესიას არაერთხელ უგრძვნია თქვენი თანადგომა, სიყვარული და პატივისცემა. ჩვენ გვჯერა თქვენი სიბრძნის, გონიერების და ვიმედოვნებთ, რომ, პრობლემების მიუხედავად, შეძლებთ მართლმადიდებელ ეკლესიათა შორის ღვთისსათნო მშვიდობისა და ერთობის დაცვას.
გისურვებთ მრავალჟამიერ სიცოცხლესა და უფლის შემწეობას თქვენს მაღალ მსახურებაში მთელი მართლმადიდებლობის საკეთილდღეოდ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
1 ნოემბერი, 2016 წელი
x=document.getElementsByClassName("my_entry")[0]; x.className += " narrowedd";