პატრიარქის ქადაგება (ჯვართამაღლება 27.09.2016)

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.
ჩვენთან არს ღმერთი!
სიხარული და მწუხარება ტყუპი ძებივით ერთად არიან. აღმოსავლური სიბრძნე ამბობს: „ჰოი მწუხარებავ,შენ საწყისი ხარ სიხაურლისა, ჰოი სიხარულო, შენ საწყისი ხარ მწუხარებისა“. დღეს დღესასწაულის და მწუხარების დღე არის.
IVსაუკუნეში წმ. დედოფალმა ელენემ იერუსალიმში აღმოაჩინა მაცხოვრის ჯვარი იერუსალიმის პატრიარქთან ერთად და აი, ამ ფაქტს ვზეიმობთ.
მაგრამ დღეს არის მწუხარების დღეც. ჩვენ ვიხსენებთ ჩვენს გმირებს, ჩვენს ვაჟკაცებს, რომელთაც თავი დასდეს საქართველოს მთლიანობიასთვის აფხაზეთში.შევთხოვთ უფალს, რომ უფალმანძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმა აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით და გვაშოროს განსაცდელი და მწუხარება.
ღმერთი ხედავს, რომ საქართველო რა სიკეთესაც აკეთებდა და აკეთებს აფხაზეთისთვის და ცხინვალისთვის, წრფელი გულით იყო და არის და გვინდა, რომ საქართველოსთან ერთად ხარობდეს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი.
დღეს ასევე ხსენების დღეა ანთიმოზ ივერიელისა, – მისი გარდაცვალებიდან 300 წლისთავი, რასაცრუმინეთის ეკლესია და რუმინელი ხალხი დიდი ზეიმით აღნიშნავს. მასშიმონაწილეობას ღებულობენ ჩვენი დელეგატები, ჩვენი სასულიერო პირები.
წმინდა ანთიმოზ ივერიელი 16 წლის იყო, როცა მოიტაცეს საქართველოდან და გაყიდეს. იგი გამოისყიდა იერუსალიმის პატრიარქმა და შემდეგ გახდა მამათმთავარი რუმინეთის ეკლესიისა. მან ქრისტიანობის დაცვისათვის მიიღო დიდი განსაცდელი, – განძარცვეს ხარისხიდან, განკვეთეს და გადაასახლესსინას მთაზე, გზაში კიმოკლეს.
რუმინეთის ეკლესიამ მეუფე ანთიმოზი წმინდანად 1992 წელს შერაცხა.
წმინდა ანთიმოზ ივერიელიუნიჭიერესი პიროვნება იყო: მწერალი, მთარგმნელი, ღვთისმეტყველი, მოქანდაკე, ხეზე ჭრის ოსტატი და სხვა…ერთისტამბა საქართველოში დააარსა და ოთხირუმინეთში და იქშექმნა საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრი.
შეგვეწიოს მისი ლოცვა-კურთხევა, ამინ.