წმინდა სერაფიმ საროველის დღესასწაული სოფელ სამრეკლოში

1 აგვისტოს წმ.სერაფიმ საროველის ნაწილთა აღმოყვანების დღეს, ქ.დედოფლისწყაროს სოფ.სამრეკლოს წმ.სერაფიმ საროველის სახელობის ტაძარში საზეიმო წირვა აღასრულეს მაღალყოვლადუსამღვდელოესმა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე), ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსმა დიმიტრიმ (კაპანაძე), სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსმა დამიანემ (ხუფენია), მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ჯამდელიანი) და გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იოანემ (შომახია). ეს დღე ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან 1903 წელს წმ. სერაფიმ საროველის კანონიზირებისთანავე ეკურთხა ტაძარი სოფ.სამრეკლოში და იგი არის ამ წმინდანის სახელობის პირველი ტაძარი მთელ მართლმადიდებლურ სამყაროში.