„მართლმადიდებელი დიასპორა“


„მართლმადიდებელი დიასპორა“
IV საერთომართლმადიდებლური კრებისწინა თათბირი, მსოფლიო საპატრიარქოს მართლმადიდებლური ცენტრი, შამბეზი, 6-13 ივნისი 2009 წელი.
გადაწყვეტილება

ფანარში, 2008 წლის ოქტომბერში, წმინდა სინოდის შეკრებაზე გამოთქმული, IV საერთომართლმადიდებლური კრებისწინა თათბირი, რომელიც მოიწვია მისმა ღვთივყოვლადუწმიდესობამ, მსოფლიო პატრიარქმა უ.უ ბართლომემ, უწმიდეს მართლმადიდებელ ეკლესიების, უნეტარეს მეთაურებთან შეთანხმებით, გაიმართა მსოფლიო საპატრიარქოს მართლმადიდებლურ ცენტრში, შამბეზში, 2009 წლის 7-დან 13 ივნისის ჩათვლით, მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლის, მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობის, პერგამოსის მიტროპოლიტ იოანეს თავჯდომარეობით.
ამ შეხვედრაზე, რომელზეც მოწვეული იყო და წარმომადგენლობდა ყველა უწმიდესი მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესია, განიხილულ იქნა და იმსჯელეს მართლმადიდებლური დიასპორის კანონიკურ მოწყობაზე, საერთო მართლმადიდებლური კრებისწინა თათბირთა მე-16 თავის კანონიკური მუშაობის თანახმად, რომლებიც წარმოდგენილი იყო სამართლმადიდებელთაშორისო მოსამზადებელი კომისიის მიერ 1990 და 1993 წლებში, შეიტანეს შესწორებები და მიიღეს შემდეგი რედაქციით:1.ა. დამოწმებულია, რომ ყველა უწმიდესი მართლმადიდებელი ეკლესიის საერთო სურვილს წარმოადგენს, შეძლებისდაგვარად სწრაფად გადაიჭრას დიასპორისა და მისი მოწყობის საკითხი მართლმადიდებლური ეკლესიოლოგიის, კანონიკური ტრადიციისა და მართლმადიდებელი ეკლესიის პრაქტიკის შესაბამისად;
ბ. დამოწმებულია, რომ თანამედროვეობაში შეუძლებელია ისტორიულ და სამოძღვრო მიზეზთა გამო, უმალ გადასვლა ეკლესიის მკაცრ კანონიკურ წესრიგზე, რომელიც ერთ ადგილას მხოლოდ ერთი ეპისკოპოსის არსებობას მოითხოვს. ამ მიზეზით, შემოთავაზებული იქნა ერთგვარი გარდამავალი მდგომარეობის დაშვება, რომელიც საფუძველს მოამზადებს პრობლემა მკაცრი კანონიკურობით გადაიჭრას, ქვემოთ გაწერილ მიმართულებზე დაყრდნობითა და ხელმძღვანელობით. ამდაგვარი მზადება არ უნდა დაგვიანდეს და გადასცდეს წმიდა და დიდ კრებას, რათა კრებამ აღნიშნული პრობლემის კანონიკურად გადაწყვეტა შეძლოს.2.ა. შემოთავაზებულია, რათა გარდამავალ ეტაპზე, იმ დროში, სანამ საკითხის კანონიკურად გადაჭრა შემზადდება, ქვემოთ ნახსენებ თითოეულ ეპარქიაში,შედგეს (ან დაარსდეს) „საეპისკოპოსო საკრებულო“, ვითარცა, იმ ეპარქიაში, კანონიკურად აღიარებული ყველა ეპისკოპოსისაგან, რომლებიც გააგრძელებენ იმ კანონიკური იურისდიქციის დაქვემდებარებას, რომლებსაც დღეისათვის ექვემდებარებიან;
ბ. ამგვარი საკრებულოები შემდგარი იქნებიან თითოეული ეპარქიის ყველა ეპისკოპოსებისაგან, რომლებიც იმყოფებიან კანონიკურ ურთიერთობაში ყველა სხვა უწმიდეს მართლმადიდებელ ეკლესიასთან და რომელსაც უხელმძღვანელებს პირველი – კონსტანტინეპოლის ეკლესიას დაქვემდებარეული მვდელმთვარი, მისი არყოფნისას კი – დიპტიხთა წესის მიმდევრობით. მათ ეყოლებათ აღმასრულებელი განმგებლობა, რომლიც შედგება ეპარქიაში არსებული სხვადსხვა იურისდქციათა პირველი მღვდელმთავრებისაგან;
გ. ეს „საეპისკოპოსო საკრებულოები“ პასუხისმგებელი იქნება იზრუნოს მართლმადიდებლობის ერთიანობის წარმოჩენაზე და ერთად იღვაწოს ყველა მართლმადიდებელთა განვითარებისათვის, საჭიროებისაებრ უმკურნალოს თითოეული ეპარქიის სამწყემსოში მცხოვრებ მართლმადიდებლებს და ყველა მართლმადიდებელის საერთო წარმომადგენლობა გაწიოს ეპარქიებში მცხოვრები მთელი სხვადმადიდებლი (ეტეროდოქსი) საზოგადოების წინაშე, დაამუშავოს საღმრთისმეტყველო სწავლებები და საეკლესიო პედაგოგიკა და ა.შ. ამგვარ საკითხებზე გადაწყვეტილებები მიღებული იქნება კონსესუსით, იმ ეკლესიების წარმომადგენლებისაგან, რომლებიც უშუალოდ წარმომადგენლობენ კონკრეტულ საკრებულოებს. 3.ეპარქიული რეგიონები, სადაც პირველ საფეხურზე შეიქმნება საეპისკოპოსო გაერთიანებები ასე განისაზვრა:
I. ჩრდილოეთი და ცენტრალური ამერიკა;
II.სამხრეთ ამერიკა;
III. ავსტალია, ახალი ზელანდრია და ოკეანეთი;
IV.დიდი ბრიტანეთი და ირლანდია;
V.საფრანგეთი;
VI.ბელგია, ნიდერლანდები, ლუქსემბურგი;
VII. ავსტრია;
VIII. იტალია და მალტა;
IX.შვეიცარია და ლიხტენშტეინი;
X.გერმანია;
XI.სკანდინავიის ქვეყნები (ფინეთის გამოკლებით);
XII. ესპანეთი და პორტუგალია;
დიასპორის ეპისკოპოსები, რომლებიც ცხოვრობენ დიასპორაში და სამრევლოები ერთ რეგიონზე მეტ ადგილას ჰყავთ, იქნებიან ამავე რეგიონის „ეპისკოპოსთა საკრებულოების“ წევრები.
4. ამ საკრებულოებს რომლებიც შეიკრიბებიან მიმდინარე თათბირებზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, პასუხისმგებლობა ეკისრება დაასრულონ მათი სამუშაოს დეტალური რეგლამენტის შედგენა, ამ შეკრებაზე მიღებული რეგლამენტის საფუძველზე და აუცილებლად, რამდნადაც სწრაფადაა შესაძლებელი, აამოქმედონ წმიდა და დიდ კრების მოწვევამდე.5.„საეპისკოპოსო საკრებულოები“ თავის წევრ ეპისკოპოსებს არ ართმევს სრულფასოვან ადმინისტრაციულ და კანონიკური ხასიათის უფლებამოსილებებს და არც მათ უფლებებს ზღუდავს დიასპორაში. „საეპისკოპოსო საკრებულოების“ მიზანია მართლმადიდებელი ეკლესიის საერთო მიდგომის გამომუშავება სხვადახვა საკითხისადმი, რაც არცერთ შემთხევევაში არ აფერხებს წევრი ეპისკოპოსებს, რომლებიც რჩებიან განკუთვნილი ეკლესიების პასუხისმგებლის ქვეშ, რათა გამოხატონ მათი ეკლესიის კერძო აზრი გარესამყაროს წინაშე.6.„საეპისკოპოსო საკრებულოების“ თავჯდომარეები მათი ეპარქიის ეპისკოპოსთა ყველანაირ საერთო შეხვედრებს იწვევენ (ლიტურგიულ, სამოძღვრო, ადმინისტრაციულ და ა.შ.) და თავჯდომარეობენ. საერთო ინტერესის მქონე საკითხებს, რომელიც „საეპისკოპოსო საკრებულოების“ განხილვას მოითხოვს, წინააღმდეგობის საყოველთო მართლმადიდებლური გამკლავებისათვის, სხდომის თავჯდომარე ვალდებულიაშემდგომი მოქმედებისათვის მიმართოს მსოფლიო პატრიარქს, საერთო მართლმადიდებლური კანონის ძალით.7.მართლმადიდებელი ეკლესიები ვალდებულები არიან ისეთი არაფერი მოიმოქმედონ, რაც, დიასპორული თემების გადაჭრისას, უგებელყოფს ზემოხსენებულ კანონიკურ გზას და ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა „საეპისკოპოსო საკრებულოებს“ შეუმსუბუქდეს მათი საქმიანობა და დიასპორებში აღდგეს ორგანული კანონიკური წესრიგი.
† პერგამოსის იოანე, თავმჯდომარე.
† კალის ეპიდოსის სერგი
† დასავლეთისა და ცენტრალური ევროპის იოანე (ანტიოქიის საპ.)
† კაპიტოლიადოსის ისიქი
† ვოლოკოლამსკის ილარიონი
† ბაჩკის ირინეოსი
† ოლტენიის ირინეოსი
† რუსსეის ნეოფიტე
† ზუგდიდისა და ცაგერის გერასიმე
† პაფის გიორგი
† პრისტერის გიორგი
† სემიატიჩის გიორგი
† კორჩინის იოანე
† კომარენის ტიხონი
† შვეიცრიის იერემია, მდივანი.