პატრიარქის ქადაგება (12.06.2016)

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.
ჩვენთან არს ღმერთი.
უფალი ჩვენი იესო ქრისტე გვეუბნება: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე“ (იოანე 14,6).
ბედნიერია ის ადამიანი და ის ერი, რომელიც დაადგება უფლის გზას.
ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან ცუდ დროს, როცა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება წარმოშობს სხვადასხვა პრობლემებს და ადამიანი უნდა იყოს ფრთხილი, რომ არ ჩავარდეს უფსკრულში, არ გააკეთოს ისეთი საქმე, რომლის გამოსწორებაც შემდეგ ძნელი იქნება.
დღეს არის ჩვენი პირველი ქრისტიანი მეფე – დედოფლის, წმინდა მირიანისა და ნანას ხსენება. მათი ლოცვით ღმერთმა ინებოს, რომ მტკიცედ ვიდგეთ ჭეშმარიტების გზაზე, მტკიცედ ვიდგეთ მართლმადიდებელ სარწმუნოებაში.
თქვენ იცით, რომ 17 ივნისიდან იწყება კრება საბერძნეთში. ჩვენ ვერ მივიღებთ, რადგან ზოგიერთი საკითხი რთული და ჩვენთვის მიუღებელია. ამავე დროს ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ დავიცვათ მართლმადიდებელი ეკლესიების ერთობა, დავიცვათ ერთსულოვნება, მაგრამ ერთსულოვნება უნდა იყოს ჭეშმარიტების გზაზე, უფლის გზაზე.
ღმერთი მოწყალეა და დაგვეხმარება, რომ დავიცვათ ის მცნებები, ის მადლი, რომელიც უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ გადმოგვცა…
თბილისში დატირალებული სტიქიური უბედურების წლისთავთანდაკავშირებით, სამშაბათსგარდაცვლილთა სულების საოხად აღევლინება პანაშვიდი.
დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამა ზეციერმა.
ჩვენთან არს ღმერთი!
სამების საკათედრო ტაძარი
12 ივნისი 2016 წელი