კათოლიკოს-პატრიარქი დინამოს ვეტერან ფეხბურთელებს შეხვდა

ა.წ. 13 მაისს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II საქართველოს საპატრიარქოში მიიღო თბილისის „დინამოს” ის შემადგენლობა, რომლებმაც 1981 წლის 13 მაისს, 35 წლის წინ, მოიპოვეს თასების მფლობელთა თასი. შეხვედრას ესწრებოდნენ ქალაქის მერი, ბატონი დავით ნარმანია, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, ბატონი გიორგი ალიბეგაშვილი და სხვა საპატიო სტუმრები. აღსანიშნავია, რომ 35 წელს დიუსელდორფშიგამგზავრდებამდე ფეხბურთელები უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II დალოცა.