აბორტის საწინააღმდეგო აქცია ქუთაისში


ა.წ. 22 აპრილს, 14:00 საათზე, კათოლიკური ეკლესიის ინიციატივით ქუთაისში, აღმაშენებლის მოედნიდან ჯერ მესამე, შემდეგ კი პირველ სამშობიარომდე, მოეწყო მსვლელობა სახელწოდებით: „სიცოცხლის მარში“, რომლის მოთხოვნებიც ასეთი იყო:
1. აიკრძალოს აბორტი კანონით დადგენილი განსაკუთრებული ჩვენების არქონის გარეშე.
2. შესრულდეს კანონით დაკისრებული ვალდებულებები, 5-დღიანი წინასააბორტო მოსაფიქრებელი ვადის დაცვის შესახებ, ქალთა მეტი ინფორმირებულობით და მხარდაჭერით.
3.ჩასახულ სიცოცხლეს მიეცეს დაბადების უფლება.
4. აიკრძალოს სუროგაცია.
5.აიკრძალოს ინვიტრო განაყოფირება.
მსვლელობას გელათის აკადემია-სემინარიის პედაგოგები და სტუდენტებიც შეუერთდნენ.