პატრიარქის საკვირაო ქადაგება 07.02.2016

სახელითა, მამისათა და წმინდისა სულისათა.
ძველმა რომაელებმა თქვეს: „დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით მასთან ერთად“. ბედნიერია ის ერი, და ის ადამიანები, რომელნიც იცვლებიან და ადიან სრულყოფილების კიბეზე, ადიან მაღლა. მაგრამ არიან ადამიანები რომლებიც მიდიან დაბლა და ეცემიან. და აი დღეს ჩვნ ვდღესასწაულობთ დიდი მღვდელთავრების: წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის და წმ. ეპისკოპოს გაბრიელ ქიქოძის ხსენებას.
მეუფე გაბრიელი იყო იმერეთის ეპისკოპოსი და მისი ცხოვრება არის სასწაულებრივი. ხალხი განსაკუთრებული პატივისცემით იყო მისდამი განწყობილი, ამასთან იყო ბევრი განსაცდელი…
ადამიანის ცხოვრება არის გამოცდა და ბედნიერია ის, რომელიც ღირსეულად აიტანს ამ მიწიერ გამოცდას.
წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი იყო განსაკუთრებულად დიდი მღვდელმთავარი, მას აქვს ასეთი ლოცვა: „მარტო მყოფო, შემიწყალე მე მარტო მყოფი“. მართლაც ყოველი ადამიანი მარტოა და ბედნიერია ის ვისთანაც უფალია.
ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა ინებოს, რომ მარტო არასდროს არ ვიყოთ, არამედ ჩვენთან იყოს ღმერთი.
დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამა ზეციერმა. ამინ.
ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარი
7 თებერვალი 2016 წელი