შემოქმედის ეპარქია

შემოქმედის ეპარქია
ეპარქიის მღვდელმთავარი
შემოქმედის ეპარქია დასავლეთ საქართველოში, ზღვისპირა პროვინცია გურიაში მდებარეობს. ეპარქია ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის რაიონებს მოიცავს. მას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის, ვანისა და ბაღდათის ეპარქიები, ჩრდილოეთიდან ფოთისა და ხობის, სენაკისა და ჩხოროწყუს, ჭყონდიდის, ხონისა და სამტრედიის, სამხრეთიდან ბათუმი-ლაზეთისა და სხალთის ეპარქიები, დასავლეთის საზღვარი შავი ზღვის სანაპირო ზოლს მიჰყვება.
ქრისტიანობის გავრცელება საქართველოს ზღვისპირა მხარეში და „ფაზისის იბერებში“ მოციქულების ანდრია პირველწოდებულის, მატათასა და სვიმონ კანანელის მოღვაწეობას უკავშირდება. IV ს-ში, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ, გურიაც გაქრისტიანდა.
XV ს-ის შუახანებისათვის, ქვეყნის პოლიტიკური მთლიანობის დაშლის პარალელურად, იმერეთის სამეფოს გურიის სამთავრო გამოეყო, ქუთაისის განვრცობილ ეპარქიას კი მოერღვა სამხრეთის მიჯნები და წარმოიშვა გურიის სამი სამღვდელმთავრო კათედრა: შემოქმედის, ჯუმათისა და ხინოწმინდის.
შემოქმედელი მიტროპოლიტი (მთავარეპისკოპოსი) გურიის სამთავროში უმაღლესი სასულიერო ხელისუფალი იყო. რიგითი ეპისკოპოსისაგან განსხვავებით, მას შეეძლო მოეწვია საეკლესიო კრება, მის დაქვემდებარებაში მყოფ ეპისკოპოსთა თანდასწრებით ეკურთხებინა ახალი ეპისკოპოსი. შემოქმედელი მთელი გურიის საეკლესიო საქმეთა მსაჯულადაც ითვლებოდა. მიტროპოლიტის არჩევაში ამ მხარის ყველა ეპისკოპოსს უნდა მიეღო მონაწილეობა. მისი კათედრა „მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესია დიდშენი… შემკული ყოველთა“, გურიის სამთავროს „მთავარი ტახტი და ტაძარი“ იყო. საშემოქმედლო ცენტრალური გურიის დიდ ტერიტორიებს ფლობდა _ მდინარე სუფსასა და კინტრიშს შორის. ზემო გურიის საეკლესიო ხელისუფალი – ჯუმათელი, რომლის საკათედრო ეკლესია იყო „მთის მაღალს თხემსა ზედა ჯუმათს,“ მწყსიდა „სუფსის მდინარისა და რიონს შორის ადგილთა“. სახინოწმინდლოდ ხინოს ხეობა ითვლებოდა. იგი იყო „მწყემსი ხინოსწყლის სამხრეთისა ჭოროხამდე“.
გურიის სამღვდელმთავრო კათედრებს რამდენიმე დიდი მონასტერი – შემოქმედის, ჯუმათის, თეთროსნის, საწინამძღვრო და 200-ზე მეტი ეკლესია ექვემდებარებოდა, რომლებიც დიდი რაოდენობის ყმა-მამულს ფლობდნენ და სწავლა-განათლებისა და კულტურის კერებს წარმოადგენდნენ.
XIX საუკუნის დასაწყისიდან, საქართველოში რუსეთის შემოსვლისა და 1814 წელს, იმერეთის საკათოლიკოსოს გაუქმებიდან 1827 წლამდე, გურიის ეკლესიის საქმეებს დამოუკიდებლად განაგებდა გურიის ერისთავთა სახლის წევრი ნიკოლოზ ჯუმათელი.
1844 წლის 1 აპრილს, გურიაში დაწესდა სამღვდელმთავრო კათედრა, რომელიც 1885 წელს სამეგრელოსთან გაერთიანდა და გურია-სამეგრელოს ეპარქია ეწოდა.
1917 წელს, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, პირველივე საეკლესიო კრებაზე აღდგა ეპარქია, რომლის მწყემსმთავარს ეწოდა „ბათომელ-შემოქმედელი“, მოგვიანებით „ბათომ-შემოქმედელი“ შემდეგ კი, „ბათუმ-შემოქმედელი“.
1995 წლის 5 აპრილს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის ტერიტორიის საფუძველზე ჩამოყალიბდა ბათუმი-სხალთისა და შემოქმედის ეპარქიები.
1995 წლიდან შემოქმედის ეპარქიის მწყემსმთავარია მაღალყოვლადუსამღვდელოესი მიტროპოლიტი იოსებ კიკვაძე.
შემოქმედის ეპარქიაში მოქმედი და მშენებარეეკლესია-მონასტრების ჩამონათვალი:
ქ. ოზურგეთი:
მაცხოვრის ფერისცვალების საკათედრო ტაძარი
წმიდა ნინოს ეკლესია
მამათის წმიდა გიორგის ეკლესია
ბახვის წმიდა ნინოს ეკლესია
მერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია
ექადიის ჯვართამაღლების ეკლესია
კვირიკეთის წმიდა კვირიკეს და ივლიტას ეკლესია
აჭის წმიდა გიორგის ეკლესია
დვაბზუს წმიდა გიორგის ეკლესია
ლიხაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ეკლესია
ცხემლისხიდის წმიდა ნიკოლოზის ეკლესია
ჯუმათის მთავარანგელოზის ეკლესია
მზიანის წმიდა გიორგის ეკლესია
ნაგომარის წმიდა მარინეს სახელობის ეკლესია
ვაკიჯვარის ჯვართამაღლების ეკლესია
მაკვანეთის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების ეკლესია
მთისპირის ფერისცვალების ეკლესია
ასკანის ამაღლების ეკლესია
შემოქმედის წმიდა ნიკოლოზის დედათა მონასტერი
ჯუმათის მამათა მონასტერი: ა) მთავარანგელოზის ეკლესია
ბ) ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების ეკლესია
გ) მირქმის ეკლესია.
ქ. ლანჩხუთი:
ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის საკათედრო ტაძარი
წმიდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესია
წმიდა პანტელეიმონ მკურნალის ეკლესია
წმიდა ბარბარეს ეკლესია
წმიდა თამარ მეფის ეკლესია
წმიდა გიორგის ეკლესია
სუფსის ყოველთა წმიდათა ეკლესია
ხორეთის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ეკლესია
ჯიხანჯირის წმიდა გიორგის ეკლესია
ნატანების წმიდა პანტელეიმონ მკურნალის ეკლესია
გრიგოლეთის წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველის მამათა მონასტერი
სამება-ჯიხეთის დედათა მონასტერი: ა) ტაძრად მიყვანების ეკლესია
ბ) წმიდა გიორგის ეკლესია
გ) იოანე ნათლის¬მცემლის მუცლად ღების ეკლესია.
ქ. ჩოხატაური:
წმიდა გრიგოლ ხანძთელის ეკლესია
ხევის წმიდა ნიკოლოზის ეკლესია
კურორტ ბახმაროს ფერისცვალების ეკლესია
ფარცხმის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების ეკლესია
ჭაჭიეთის წმიდა შალვა ახალციხელის ეკლესია
ვაზიანის (ჯვარცმა) მაცხოვრის ეკლესია
ერკეთის მთავარანგელოზის ეკლესია
ვანზომლეთის წმიდა კოზმა და დამიანეს ეკლესია
ამაღლების წმიდა მირიანისა და ნანას ეკლესია
გორაბერეჟეულის წმიდა კვიპრიანეს და იუსტინეს ეკლესია
ამაღლების მაცხოვრის ამაღლების ეკლესია
უდაბნოს წმიდა იოანე ნათლისმცემლის მამათა მონასტერი
დაბლაციხის წმიდა გიორგის ეკლესია
ლანჩხუთის წმიდა პანტელეიმონის ეკლესია
ლანჩხუთის სასაფლაოზე მდებარე ეკლესია
ლანჩხუთის სასულიერო გიმნაზიის ეზოში მდებარე ეკლესია
შუა სურების ხის ეკლესია
აცანის წმიდა ნინოს ეკლესია
ოზურგეთის საეპისკოპოსო რეზიდენცია და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია
ოზურგეთის სასულიერო გიმნაზიის წმიდა ნინოს ეკლესია
სიდაურის მამამთავართა ეკლესია
ციხისფერდის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია
მამათის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ეკლესია
საჭამიასერის წმიდა ბარბარეს ეკლესია
სამების ყოვლადწმიდა სამების ეკლესია
ბახვის გაბრიელ ქიქოძის ეკლესია
წყალწმიდის დიდმოწამე იოანეს ეკლესია
შეკვეთილის დიდმოწამე იოანეს ეკლესია
ჩიბათის სვიმონ კანანელის ეკლესია
ლამისღელეს 100 000 მოწამის ეკლესია
ეწერის წმიდა ქრისტეფორე გურულის ეკლესია
ჯუნეწერის წმიდა ლაზარეს ეკლესია
შუხუთის წმიდა ნიკოლოზის ეკლესია
ჭყონაგონის წმიდა გიორგის ეკლესია
ბაილეთის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია
გრიგოლეთის წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველის ეკლესია
გუთურის წმიდა დიმიტრის ეკლესია
ქვენობანის წმიდა დიმიტრის ეკლესია
ნაგომარის წმიდა მარინეს ეკლესია
სუფსის ეკლესია
ექადიის ჯვართამაღლების ხის ეკლესია
მაკვანეთის მაცხოვრის აღდგომის ეკლესია
მაკვანეთის ეკლესია.
საგანმანათლებლო დაწესებულებები:
ლანჩხუთის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახ. სასულიერო გიმნაზია, ქ.ლანჩხუთი, ჩხაიძის ქ.#4, რექტორი _ მიტროპოლიტი იოსები (კიკვაძე), პრორექტორი _ დეკ. მირიან ფირცხალაიშვილი.
ოზურგეთის წმ. ნინოს სახ. სამრევლო სკოლა, ოზურგეთი, გურამიშვილის 4; დირექტორი _ მიტროპოლიტი იოსები (კიკვაძე), დირექტორის მოადგილეები: დეკ. ბასილ გოგიტიშვილი, მარინე ტრაპაიძე.
ოზურგეთის წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახ. სამრევლო სკოლა, მ.კოსტავას ქ. 90, დირექტორი _ დეკ. მათე (გორდელაძე), დირექტორის მოადგილე _ ნინო გოგეშვილი.
ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახ. საშ. სკოლა, ჩოხატაური, წერეთლის 3; რექტორი _ მიტროპოლიტი იოსები (კიკვაძე), რექტორის მოადგილე _ ირმა ჯიბუტი,