შობის დღესასწაულის აღსანიშნავად

საზეიმო ღვთისმსახურებას ქრისტეს შობის დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში აღავლენს. 6 იანვარს საზეიმო ლოცვა დაიწყება 21.00 სთ. 23.00 სთ. წაიკითხება საშობაო ეპისტოლე.საღმრთო ლიტურგია დაიწყება ღამის 12 საათზე.7 იანვარს, ქრისტეშობის დღესასწაულზე ალილო დაიწყება 14.00 სთ.-ზე. მოძღვრები მრევლთან ერთად შეიკრიბებიან სხვადასხვა ტაძრებიდან; საზეიმო მსვლელობა ერთდროულად დაიწყება ვარდების მოედნიდან და ისნის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან. მეალილოები გაემართებიან ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძრისკენ, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II საშობაო პარაკლისს შეასრულებს.ალილოზე შეგროვებული ნუგბარი და საჩუქრები ბავშვთა სახლებსა და მოხუცებულთა თავშესაფრებს გადაეცემა.