ფესტივალი “აღდგომიდან ამაღლებამდე”

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტმა უწმინდესმა და უნეტერესმა ილია მეორემ ფესტივალში “აღდგომიდან ამაღლებამდე” მონაწილეები მიიღო.
თამარ შალვაშვილი,ცოტნე ცეცხლაშვილი და ელენე ბერიევა ის შემსრულებლები არიან,რომლებიც 28 აპრილს დაგეგმილ კონცერტში მონაწილეობენ. მათ დღეს ერთობლივად კათოლიკოს-პატრიარქისთვის რახმანინოვის რომანსი დაუკრეს. საპატრირქოს რეზიდენციას ებრაელი მომღერალიც სტუმრობდა,რომელიც საქართველოში სწორედ კათოლიკოს-პატრიქის ლოცვა-კურთხევით დაწყებულ ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა. სპეციალურად საქართველოს ეკლესიის მეთაურისთვის შეასრულა ერთი სიმღერა.
წლევანდელი კონცერტების სამხატვრო ხელმძღვანელი ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი პიანისტი ალექსანდრე კორსანტიაა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრირქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ფესტივალი აღდგომიდან ამაღლებამდე პირველად 2006 წელს ჩატარდა. იგი ტრადიციულად ბრწყინვალე შვიდეულის კვირაში იწყება და აღდგომის დღესასწაულზე სრულდება.
წელს ფესტივალი 27 აპრილს გაიხსნა და მასში 400-მდე შემსრულებელი მონაწილეობს.1 მაისს დაგეგმილ კონცერტზე კათოლიკოს-პატრირქის ნაწარმოები სანქტუსი შესრულდება.