ჩვილთა მორიგი მეთექვსმეტე ნათლობა წმინდა სამების ტაძარში

ჩვილთა მორიგი მე-16-ე ნათლობა დღეს, წმ. შიო მღვიმელის ხსენების დღეს სამების საპატრიარქო ტაძარში გაიმართა.
პატრიარქის ნათლული კიდევ 380 ჩვილი გახდა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის ნათლული დღეისათვის საქართველოში 7700 პატარაა. ისინი ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილები არიან.