სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საბჭოთა ოკუპაციისას დაღუპულ იუნკერთა და სამშობლოსათვის გარდაცვლილთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა

სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საბჭოთა ოკუპაციისას დაღუპულ იუკნერთა და სამშობლოსათვის გარდაცვლილთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.
პანაშვიდს მთავრობის, პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.
პანაშვიდის დასრულების შემდგომ პატრიარქმა სამების ხატის წინ სანთელი დაანთო და ლოცვა აღავლინა.