სრულიად საქართელოს კათოლიკოს-პატირრქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გაერთიანებულ სამეფოში 14 თებერვლამდე დარჩება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე უკვე მეცხრე დღეა ოფიციალური ვიზიტით დიდ ბრიტანეთში იმყოფება.
თერთმეტ თებერვალს უწმინდესი კენტერბერიის მთავარეპისკოპოსს როუენ უილიამსს შეხვდა. კათოლიკოს-პატრიარქმა მას თანმხლები პირები წარუდგინა და აღნიშნა,რომ გაერთიანებულ სამეფოში წარმომადგენლობითი დელეგაციით არის ჩამოსული,რაც ამ ქვეყნისადმი საქართველოს უდიდესი სიმპათიითაა გამოწვეული. მთავარეპისკოპოსმა კი შეხვედრაზე საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობლის წინა ვიზიტი გაიხსენა და აღნიშნა,რომ ხალახს ახსოვს ეს სტუმრობა და ამ ვიზიტის ამსახველი ფოტომასალა დიდ ბრიტანეთში ხშირად უნახავს. შეხვედრა ლამბერისის საახლეში გაიმართა.
გუშინვე კათოლიკოს-პატრიარქი ვესტმისტერის სააბატოში ლორდთა პალატის წევრ ეპისკოპოს სტივენ პლატენსაც შეხვდა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გაერთიანებულ სამეფოში 14 თებერვლამდე დარჩება